მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ონექს ჯორჯია
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
კომპანია "ონექს ჯეორჯია" აცხადებს ვაკანსიას “მომხმარებელთა მხარდაჭერის  სპეციალისტის”  პოზიციაზე. ამ როლის შესასრულებლად, თქვენ უნდა შეძლოთ მომხმარებლის კითხვების აქტიურად მოსმენა, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება  და სიმშვიდის  შენარჩუნება როდესაც მომხმარებელი იმედგაცრუებულია. 

მომსახურეობრივი მოვალეობები:
  • უნდა შეინარჩუნოთ პოზიტიურობა, თანაგრძნობა და პროფესიონალური დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ
  • მყისიერი პასუხის გაცემა მომხმარებელთა შეკითხვებზე 
  • მომხმარებელთან  კომუნიკაცია : ელექტრონული ფოსტით, ჩატით, სოციალური მედიით 
  • მომხმარებელთა საჩივრების აღიარება და გადაწყვეტა
  • დაადგინოთ და მოაგვაროთ მომხმარებელთა საჭიროებები კმაყოფილების მისაღწევად

საჭირო კვალიფიკაცია:
  • რუსული და/ან ინგლისური ენიბის ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად
  • ონლაინ შოპინგის გამოცდილება
  • სიმშვიდის შენარჩუნების უნარი,როდესაც კლიენტი სტრესის ქვეშ არის ან ნერვიულობს
  • პრობლემის გადაჭრის უნარი 
  • შესანიშნავი კომუნიკაცია და აქტიური მოსმენის უნარი

გრაფიკი: 
  • დილის ცვლა: 09:00-დან 16:30-მდე 
  • საღამოს ცვლა: 13:30-დან 21:00-მდე 

თუ თვლით რომ ზემოაღნიშნულ  მოთხოვნებს შეესაბამებით, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@onex.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.