„ვიანი“ აცხადებს არქივარიუსის ვაკანსიას ქუთაისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი, ჯავახიშვილის #85
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტლის დოკუმენტაციის მიღება, მათი სისრულის შემოწმება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
- მიღებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დასკანერება (წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების) და საქმეთა შედარება სააღრიცხვო დოკუმენტებთან;
- მიღებული დოკუმენტების და საქმეების მოწესრიგება და განლაგება დადგენილი წესით საცავში;
- მოთხოვნის შემთხვევაში არქივში არსებული დოკუმენტაციის მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტით; დროებით გაცემული დოკუმენტაციის არქივში დაბრუნების კონტროლი;
- სამედიცინო დაწესებულებების დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და ანალიზი;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც;
- პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია Excel-ის მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- ენერგიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს : https://vian.health/ka/career/?careerId=1206
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.