არქივარიუსი
1xP PRIORITY ვიანი
თარიღები: 10 სექ - 24 სექ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია:  არქივარიუსი
„ვიანი“ აცხადებს არქივარიუსის ვაკანსიას ქუთაისში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი, ჯავახიშვილის #85
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰოსპიტლის დოკუმენტაციის მიღება, მათი სისრულის შემოწმება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
  • მიღებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დასკანერება (წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტების) და საქმეთა შედარება სააღრიცხვო დოკუმენტებთან;
  • მიღებული დოკუმენტების და საქმეების მოწესრიგება და განლაგება დადგენილი წესით საცავში;
  • მოთხოვნის შემთხვევაში არქივში არსებული დოკუმენტაციის მიწოდება მიღება-ჩაბარების აქტით; დროებით გაცემული დოკუმენტაციის არქივში დაბრუნების კონტროლი;
  • სამედიცინო დაწესებულებების დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვა და ანალიზი;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც;
  • პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის მინიმუმ საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს :  https://vian.health/ka/career/?careerId=1206

"ვიანი"   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.