BMS Applications აცხადებს ვაკანსიას IT სატელეფონო მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- IT Helpdesk გუდის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
- ინციდენტების და მოთხოვნების მართვის პროცესების ოპტიმიზაცია;
- SLA-ების (Service Level Agreement) მონიტორინგი და შესრულება;
- ტექნიკური პრობლემების ესკალაციის მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დროის და მათი სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით;
- ოპერაციული სისტემების (windows 7/10) ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
- ქსელური ტექნოლოგიები: TCP/IP, VPN, DHCP, DNS ;
- Active Directory და Microsoft 365 ადმინისტრირება;
- Helpdesk პროგრამული უზრუნველყოფა (მაგ., Manageengine Service Desk, JIRA Service Desk);
- კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- გუნდვის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
უპირატესობად ჩაითვლება:
- ITIL ან CompTIA+ სერტიფიკატები
- VoIP სისტემების გამოცდილება
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი.
- ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, გამოცდილების მიხედვით.
- ადგილმდებარეობა - თბილისი. ქიზიყის ქუჩა #13
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი ულიმიტო ტარიფით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bmsapplications.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.