სამშენებლო პროექტების ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მომ გრუპი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2200
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
შპს "მომ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ადმინისტრატორის პოზიცია.
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
  • მომსახურების მიღება-ჩაბარებები შედგენა-გაფორმება ხელშეკრულების შესაბამისად;
  • მონაცემების დამუშავება მომწოდებლებთან-კონტრაქტორებთან შედარება და ინფორმაციის გადაცემა შესაბამის სამსახურთან;
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი; სს თელასი; შპს თბილის ენერჯი და სხვა საკომუნიკაციო ორგანიზაციებთან მიმოწერა და შესაბამისი კორესპონდენციის მართვა;
  • პროექტების მიხედვით არქივის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციების ატვირთვა სისტემაში;
  • პროექტების ხარჯების ანალიზი;
  • პროექტის ვადების, ხარჯების და შესრულების შესახებ პროექტის მენეჯერებთან შედარების წარმოება;
  • ვალდებულების ფარგლებში საქმიანი პროცედურების წარმოება კომპანიაში;
  • პროექტების მენეჯერი დავალებით მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე მოლაპარაკება;
 
გამოცდილება:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან
  • გამოცდილების გარეშე პირმა უნდა შეძლოს, ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების მართვა რაზეც უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი; (სამოტივაციო წერილის შინაარსი თავისუფალია)
  • (გამოცდილების ან სამოტივაციო წერილის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება).
  • აუცილებელი ცოდნა: MS Office ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel პროგრამის საოფისე დონეზე ცოდნა;
 
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 2000-2200 ლარი
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე და ასევე ნამუშევრები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე momgroupp@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამშენებლო პროექტების ადმინისტრატორის პოზიცია." 
გისურვებთ წარმატებას!