პროექტის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ამბასადორი ბათუმი აილენდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროექტის მენეჯერი

პასუხისმგებლობის სფერო:
  • ტერიტორიის დაგეგმარების პროექტების შემუშავებასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;
  • ნებადართული სარგებლობის ტიპის ცვლილებების ორგანიზებაში მონაწილეობა, მაქსიმალური დასაშვები პარამეტრებიდან გადახრების შეთანხმება;
  • მიწის ნაკვეთის ურბანული განვითარების გეგმის, მშენებლობის ნებართვის, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების ნებართვის მიღებაში მონაწილეობა;
  • ტექნიკური მახასიათებლების მომზადება, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ხელშეწყობა და ნებართვების მიღება;
  • პროექტზე გარე კონტრაქტორებთან ურთიერთქმედება.
  • მომავალი პროექტის ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა. მომავალი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშება (პროექტის ხელმძღვანელთან ერთად);
  • პროექტის განხორციელების გრაფიკის შედგენა და მათი შესაბამისობის მონიტორინგი (პროექტის გუნდთან ერთად);
  • ტექნიკური მახასიათებლების შედგენა და დიზაინერებისთვის წარდგენა;
  • დიზაინის ყველა ეტაპის კონტროლი;
  • პროექტზე მიღებული გადაწყვეტილებების ჟურნალის წარმოება (ანგარიშები, შეხვედრების ოქმები, საქმიანი მიმოწერა და სხვა დოკუმენტები);
  • კონტრაქტების ჩატვირთვა, ანგარიშები შესაბამის სოფტებში და პროგრამულ უზრუნველყოფებში;
  • პროექტის მენეჯერისა და მშენებლობის ხელმძღვანელის ინსტრუქციების შესრულება.

მოლოდინები კანდიდატებისგან:
  • განათლება – უმაღლესი (მშენებლობა, პროექტების მართვა);
  • სამუშაო გამოცდილება: 3 წლიდან პროექტის მენეჯერის ან CS ან PTD ინჟინრის პოზიციაზე;
  • ცოდნა და უნარები: გამოცდილება ელექტრონული დოკუმენტების მართვის სისტემებთან 1C, MS Office, AutoCad, MS Project;
  • საპროექტო და სამშენებლო ტექნოლოგიის საფუძვლების ცოდნა;
  • განვითარების პროცესის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა (საცხოვრებელი უბნების მშენებლობის, დეველოპერული პროექტების განხორციელების გამოცდილება ნულიდან ექსპლუატაციაში შესვლამდე).

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: m.tsintskiladze@ambassadori.com 
გისურვებთ წარმატებას!