რეცეფციონისტი

თბილისი სრული განაკვეთი გალერი პალასი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: რეცეფციონისტი
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე  სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სასტუმრო ,,გალერი პალასი“ საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ  გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:
  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება- ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სტუმრების ტრანსფერისა და ავტომობილით სხვა მომსახურების მოთხოვნების უზრუნველყოფა;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართული საუბარი;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პრეზენტაბელური გარეგნობა;
  • თავაზიანობა;
  • მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
განაცხადები მიიღება 2024 წლის 31 სექტემბრამდე!
სასტუმრო ,, გალერი პალასი“ გისურვებთ წარმატებას!