ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გლობალფარმი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
შპს „გლობალფარმი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. 20დ. 
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:00-17:00. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • ორგანიზაციის საქმისწარმოება (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად. 
  • კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; 
  • სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციებისა და ტრენინგების, სტუმრების, პარტნიორების მიღების და დახვედრის ორგანიზება; 
  • ორგანიზაციის საკომუნიკაციო და ტექნიკური, სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი; 
  • ორგანიზაციაში შემოსული სატელეფონო ზარების კონტროლი/გადამისამართება; 
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება; 
  • ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი; 
  • ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი; 
  
სავალდებულო უნარ–ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;  
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • უმაღლესი განათლება; 
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: office@globalpharm.ge.