მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Hotels & Preference Hualing Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. 
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს,  ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.
Hotels & Preference Hualing Tbilisi აცხადებს ვაკანსიას: მიმტანის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მენიუში არსებული პროდუქციის შესახებ და შეკვეთის მიღება;
  • სტუმრის დროული მომსახურება სტანდარტების შესაბამისად;
  • მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
  • სტუმრებისთვის ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, პუნქტუალური;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა დაამუშაოს  თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ჰოტელს ენდ პრეფერენს თბილისის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად 
თქვენ უფლებამოსილი ხართ:
  • მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი ამუშავებს თქვენს შესახებ;
  • ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@hotelspreference.ge