შპს "ტასჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის/გრგ-ის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები:
სამუშაო ადგილი - თბილისი, კრწანისის ქუჩა #22/24;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მომზადება და შეთანხმება;
- გრგ-ის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება;
- შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;
- პროექტის მართვა.
- შენობა-ნაგებობის მოდელირება; ვიზუალიზაცია.
- დამსაქმებლის მიერ დავალებული სხვა სამუშაოს შესრულება შესაბამის სფეროში.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
- ურბანისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია გრგ-ზე მუშაობისა და მისი შეთანხმების გამოცდილება;
- საქართველოში მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის ცოდნა.
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Archicad , Autocad , Revit, Lumion)
- ინგლისური ენის ცოდნა B2 (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- მშვიდ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო (შეთანხმებული გრგ-ის მონაცემების მითითებით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.khizanishvili@tashub.ge არაუგვიანეს 2024 წლის 15 ოქტომბრისა. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.