დასრულებული პროექტების ტექნიკური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ დასრულებული პროექტების ტექნიკურ მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • დასრულებული პროექტების გეგმიური დათვალიერება;
  • დასრულებული პროექტების შიდა და გარე პერიმეტრზე დაფიქსირებული დაზიანებების აღმოფხვრა და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შესრულება (ტექნიკური გაუმართაობა - ლიფტი; კამერები; დაშვების სისტემები და ა.შ.);
  • ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში, ადგილზე მისვლა, პრობლემის იდენტიფიკაცია და დახმარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე