სარემონტო სამუშაოების/Fit-Out პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ALL-P GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი), სამშენებლო პროექტების მართვა
კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.
2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.
პროფესიონალიზმი,გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს            “ოლ-პი ჯგუფი”-ს წარმატების საწინდარს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.all-p.ge

„ოლ-პი ჯგუფი“  აცხადებს ვაკანსიას  სარემონტო სამუშაოების/Fit-Out პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის ზედამხედველობა;
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • Fit‐Out სამუშაოების დეტალური გეგმა გრაფიკის შემუშავება და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის ვადებთან და ეტაპებთან;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა,ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების რეგულაციების და პროტოკოლების მონიტორინგი;
  • Fit‐Out სამუშაოების გამოწვევების შესაბამისად მათი აღმოფხვრის გზების და მეთოდების მოძიება;
  • პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია და მოლაპარაკების წარმოება;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების წარმოება;
  • პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენციისთვის გეგმის შემუშავება;
  • შესასრულებელ სამუშაოზე რეკომენდაციების გაცემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება პროექტის მოთხოვნებთან, რეგულაციებთან და საერთაშორისო აღიარებულ პრაქტიკებთან.
  • რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; (აუცილებელი)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება;(აუცილებელი) 
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad,Revit);
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი:  სრული;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის  06 ოქტომბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ოლ-პი ჯგუფის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!