კომერციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გარდი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი, კორპორატიული კლიენტები (B2B)
გარდი სისტემსი აცხადებს ვაკანსიას კომერციის მენეჯერის პოზიციაზე,

გარდი სისტემსი არის შეკუმშული ჰაერის სფეროში მოღვაწე კომპანია რომლის ძირითადი პროფილია შესაბამისი ტექნოლოგიების პროექტირება, იმპორტი, ინსტალაცია და შემდგომი სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტილებებს როგორც მცირე ოპერატორებისთვის ასევე მსხვილი ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის.
მაღალ კვალიფიციური, გამოცდილი და სერტიფიცირებული ტექნიკოსების და ინჟინრების გუნდი მუდმივად აწესებს სრულიად ახალ სტანდარტებს შეკუმშული ჰაერის ტექნოლოგიების სფეროში და ორიენტირებულია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე. ამისათვის იგი ხელმძღვანელობს შემდეგი საკვანძო პრინციპებით: ინოვაციები, ხარისხი, კომუნიკაცია, დრო და დანახარჯი-ეფექტიანობა.
ჩვენ გვინდა რომ რეგიონში დავაწესოთ უმაღლესი, თანამედროვე დონის სტანდარტები შეკუმშული ჰაერის სფეროში. კერძოდ უზრუნველვყოთ გამორჩეულად კვალიფიციური ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა შეკუმშული ჰაერის მომხმარებლებისთვის რეგიონში.  ამისათვის ჩვენი მთავარი იარაღია კვალიფიციური გუნდი რომელიც არის მუდმივ კონტაქტზე ტექნოლოგიურ სიახლეებთან, და ჩვენი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო ტექნოლოგიებით.

სამუშაო აღწერილობა,
  • მიმდინარე კლიენტებთან თანამშროლობის განვითარება,
  • ახალი კლიენტების მოძიება,
  • ახალი და მიმდინარე კლიენტების მოთხოვნების შესწავლა,
  • კომერციული წინადადების და კალკულაციების მომზადება,
  • შეთავაზების კლიენტებთან ერთად განხილვა,
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა ტექნიკური მახასიათებლების, სერვისი და ლოგისტიკური მიმართულებით,
  • პროდუქციის ბაზრის ანალიზი კონკურენტების, იმპორტის, საფასე და ნომენკლატურულ ჭრილში, როგორც ლოკალური ასევე გლობალური ბაზრებზე,
  • სხვა მწარმოებელი ბრენდების პროდუქციის შესწავლა,

სამუშაო გამოცდილება,
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს რომელსაც ექნება გამოცდილება და ცოდნა ინდუსტრიული ტექნიკის მიმართულებით,

უნარ-ჩვევები,
  • დინამიური,
  • განვითარებაზე ორიენტირებული,
  • გუნდური თანამშრომელი,
  • ორგანიზებული,
  • პროაქტიური,
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი,
  • ავტომობილის მართვის უნარი,

ჩვენ გთავაზობთ,
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს,
  • კონკურენტულ სახელფასო სქემას,
  • თვითრეალიზაციის შესაძლებლობას,

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gardis.ge