დამწყები მზარეული/კერძების წარმდგენი

თბილისი სრული განაკვეთი Swissotel Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიებს კვებისა და სასმელების დეპარტამენტში (Food & Beverage Dep)  კერძების წარმდგენის პოზიციაზე.

ვეძებთ დამწყებ მზარეულს, მიმტანს, რომელიც იმუშავებს კერძების წარმდგენად 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „Swissotel Tbilisi”-ში. 

Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სასტუმრო შედის Accor ჯგუფში, რომელიც არის ფრანგული საერთაშორისო ჰოლდინგი და აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა.  ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითველა უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე 
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • თავაზიანობა

   ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება და მათი დროული მიწოდების უზრუნველყოფა
  • პროგრამა Micros-ში მუშაობა
  • კერძების წარმდგენმა რეცეპტისა და თეფშზე პრეზენტაციის შესაბამისად უნდა მოამზადოს და გააფორმოს კერძები
  • უზრუნველყოს საკვების დროულად მიწოდება საკუთარი ურიკიდან;
  • უზრუნველყოს მაღალ დონეზე მომსახურეობა, დაეხმაროს სტუმრებს ღვინისა და აპერატივების შერჩევაში. მიაწოდოს მათ ინფორმაცია კერძების მომზადების წესსა და შემადგენლობაზე
  • სტუმრის კეთილგანწყობაზე ზრუნვა
  • ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა
  • სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა;
 დამატებითი სარგებელი:
  • პროფესიული განვითარება
  • კვება
  • დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა 
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე 
სამუშაო გრაფიკი : 

2/2-ზე - 2 დღე მუშაობთ, 2 დღე ისვენებთ, 12 საათი(აქედან 1 საათი შესვენება) 

სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: salome.abramidze@accor.com  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.  კერძების წარმდგენი 
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!