მოლარე

თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი გასტრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: მოლარე
GASTRONOME GROUP- ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით,  კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/  
 
GASTRONOME -ის  გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა
  • გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება 
  • გაყიდული პროდუქციის გატარება
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა 
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა 
  • საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა 
  • ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა 
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე
  • უმაღლესი განათლება 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული

ფილიალის ადგილმდებარეობა: წყნეთი , რუსთაველის ქ. 23 

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ( 3 თვის შემდეგ )
ზეგანაკვეთური საათების  ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად. 
სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge  . სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს! 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს სილქ გასტრონომი ) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.