სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ისეთ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: „LA FAMILIA“, „KYKNOS”, “KALAS”, „MELISSA“, „CAPTAIN’S“, „JOTIS“, „CAPRICE“, „PAPADOPOULOS“, „MEGA“, „KALO“ და სხვა.
კომპანია აცხადებს ბუღალტერ-ოპერატორის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
- სასაქონლო ზედნადების ატვირთვა/დაბრუნება/კორექტირება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (RS.GE), მიღებული და გამოწერილი ზედნადებების კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
- ადგილობრივი კონტრაგენტებისგან შეკვეთების მიღება, საწყობისთვის ინფორმაციის მიწოდება და პროგრამაში ასახვა;
- გაყიდვების მონაცემების დამუშავება Excel-ში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
- RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება;
- FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი სარგებელი კომპანიისგან:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
მდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება.
სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-18:30
გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე info@dakotrade.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბუღალტერ-ოპერატორი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.