ბუღალტერ-ოპერატორი

რუსთავი სრული განაკვეთი რუსთავის ავტობაზრობა
ხელფასი: 1300 - 1600
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: 1300-1600 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.

 

ძირითადი მოვალეობები

  • შესყიდვისა და რეალიზაციის ბუღალტრული აღრიცხვა პროგრამაში; 
  • პროდუქციის კალკულაციების კონტროლი;
  • წარმოების პროცესებში ჩართულობა და ინვენტარიზაცია;
  • შესყიდვის აქტებისა და ზედნადებების მიღება, პროგრამულ მონაცემებთან შედარება, აღნიშნულის კონტროლი და მონიტორინგი;
  • სალარო ოპერაციების კონტროლი და პროგრამაში ასახვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასტუმრო/რესტორნების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით;
  • 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel).

 

უნარები და პიროვნული თვისებები

  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

 

მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:

https://www.autobazroba.com/

https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/

მოგვწერეთ: hr@autopapa.com

დაგვიკავშირდით: +995 591 512 644 ნათია.

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "რუსთავის ავტობაზრობა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.


ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.  

 

რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!