უძრავი ქონების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი ნიქსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი, უძრავი ქონება
უძრავი ქონების საბროკერო კომპანია "ნიქსი" არის ინოვაციური და დინამიური ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და თანამედროვე მიდგომებით უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად ისწრაფვიან უძრავი ქონების სექტორში ახალი მიღწევებისა და ცოდნისკენ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლიენტების ნდობითა და კმაყოფილებით, რაც განაპირობებს ჩვენი კომპანიის უწყვეტ ზრდას და განვითარებას.

ნიქსი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე, რომელიც სპეციალიზირებული იქნება საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებაზე და მოირგებს პასუხისმგებლობას საცხოვრებელი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციის პროცესზე.
ამ პოზიციაზე ანაზღაურება წარმოდგენილია, როგორც პროცენტი გაქირავებიდან.
 მინიმუმ 50% გამომუშავებული თანხის ნაწილიდან , ხოლო კონკრეტული პროცენტული განაკვეთი და დეტალები დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე და განიხილება ინდივიდუალურად გასაუბრების პროცესში.

მოვალეობები: 
  • უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება . 
  • უძრავი ქონების  მონაცემთა ბაზაში - შეტანა/გავრცელება;
  • კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება; 
  • ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება - ხელშეკრულებების გაფორმება; 

მოთხოვნები: 
  • ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა/ორივე ენა ჩაითვლენა უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა ; 
  • დრესკოდი  ; 
  • განიხილება კადრი ნებისმიერი გამოცდილებით ან/და გამოცდილების გარეშე;

პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი. 
  • დისციპლინირებული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • პუნქტუალური; 
  • ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული; 
  • შედეგებზე ორიენტირებული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

ჩვენ რას გთავაზობთ: 
  • ოფიციალური დასაქმება;
  • პროფესიული განვითარება;
  • სასიამოვნო გარემო და  მობილური კავშირის ანაზღაურება;
  • ბონუს სისტემა: დამატებითი ბონუსები მაღალი შესრულების ან განსაკუთრებული მიღწევებისათვის.
  • დამატებითი დასვენების დღეები: ყოველთვიურად ერთდღიანი შვებულების(day off) გამოყენება. 
  • უფასო ტრენინგები სტაჟირების პერიოდის განმავლობაში ( გაგრძელდება 2 კვირა) 
  • სტაჟირების შემდგომ გადმოგეცემათ MacbookAir ; 
  • ორშაბათი - პარასკევი: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
  • შაბათი: 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.
  • კვირა: დასვენების დღე.

ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო. 
შენიშვნა: კომპანია ხელფასს ხელზე არ გასცემს , გერიცხებათ ბანკში .  

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV