გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნიქსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
უძრავი ქონების საბროკერო კომპანია "ნიქსი" არის ინოვაციური და დინამიური ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და თანამედროვე მიდგომებით უძრავი ქონების ბაზარზე. ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც მუდმივად ისწრაფვიან უძრავი ქონების სექტორში ახალი მიღწევებისა და ცოდნისკენ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლიენტების ნდობითა და კმაყოფილებით, რაც განაპირობებს ჩვენი კომპანიის უწყვეტ ზრდას და განვითარებას.

ნიქსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც სპეციალიზირებული იქნება ექსკლუზიურ გარიგებებზე

მოვალეობები: 
  • მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების პირობების შეთანხმება.
  • კომპანიის სერვისების წარმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობა პოტენციურ კლიენტებთან.
  • შეხვედრების ორგანიზება და ვიზიტების დაგეგმვა ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.
  • გაყიდვის პროცესის მართვა და კონტროლი.
  • მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის ზუსტად მიწოდება.
  • უძრავი ქონების ჩვენებების დაგეგმვა და მართვა.
  • რეპორტების პრეზენტაციის ფორმატში მომზადება.
  • გადაფორმების პროცესების ხელმძღვანელობა და კონტროლი.

მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში;
  • ინგლისური  და/ან რუსული  ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ორივე ენა ჩაითვლება უპირატესობად) ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;

პროფესიონალური უნარები:
  • მაღალი კომუნიკაციის უნარები
  • სერვისების სწორად წარმართვის უნარი
  • გაყიდვების პროცესების მენეჯმენტის უნარი
  • ეფექტური პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი
  • კომპანიის სტანდარტების შესაბამისად პროფესიული ჩაცმულობა

პიროვნული თვისებები: 

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
  • დისციპლინირებული და შრომისმოყვარე
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული

ჩვენ რას გთავაზობთ: 
  • 10 დღიანი სტაჟირების პერიოდში  უფასო ტრენინგები ( არანაზღაურებადი) 
  • ექსკლუზიური გაყიდვების მეთოდების სწავლება და პრაქტიკული გამოყენება
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა და პროფესიული განვითარება
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო 
  • ორშაბათიდან პარასკევის  ჩათვლით 11:00-დან 19:00-მდე 
  • სამსახურეობრივი შეხვედრების დროს მძღოლის მომსახურება
  • ოფიციალური დასაქმების პირობები და სამართლებრივი გარანტიები

ფიქსირებული ხელფასი: 250 აშშ დოლარი თვეში + გაყიდვების ბონუსები: 500 აშშ დოლარი თითოეული წარმატებული გაყიდვისათვის (საშუალო მთლიანი ანაზღაურება: 750 – 2250 აშშ დოლარი, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე, მონდომებაზე და შრომისმოყვარეობაზე )

ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო. 
შენიშვნა: კომპანია ხელფასს ხელზე არ გასცემს , გერიცხებათ ბანკში .  

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი მისამართია - ც.დადიანის N7 ( ბიზნეს ცენტრი ქარვასლა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV