უმცროსი ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ასკანელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე. 

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
  • საოფისე პროგრამების ფლობა.
  • სოციალური მედიის მართვის უნარები (როგორც ტექნიკურ, ისე შინაარსობრივ დონეზე).
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულებაში მონაწილეობის მიღება.
  • მარკეტინგული აქტივობების პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.
  • კომპანიის/პროდუქციის ცნობადობის გაზრდა, განვითარება და ბრენდინგი.
  • საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის ბრენდების ბრენდ მენეჯერებთან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა.
  • ბრენდ გაიდლაინების შესრულების ინტენსიური კონტროლი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამის ბრენდ მენეჯერებთან.
  • შემუშავებული სარეკლამო პოლიტიკის განხორციელებაში მოანწილეობის მიღება.
  • სარეკლამო კომპანიებთან ურთერთობა და საჭიროებიდან გამომდინარე პროდუქციისა და მომსახურების შეკვეთა და შეკვეთების მიღება.
  • ციფრული და სოციალური მარკეტინგის მართვა - სოციალური ქსელი, ვებგვერდი და ა.შ.  ქოფირაითინგის უზრუნველყოფა.
  • კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვაში და მათ აღსრულებაში მონაწილეობის მიღება.
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშების მომზადება.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების / კონკურსების კოორდინირება მარკეტინგის დირექტორთან ერთად.
  • საქმიანობიდან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქ ა რ თ უ ლ ე ნ ო ვ ა ნ ი,  ფ ო ტ ო ს უ რ ა თ ი ა ნ ი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.