საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიების ტექნიკური ჯგუფების ზედამხედველობა და მართვა;
  • ყველა ფილიალში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ვენტილაციის, გათბობის და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულობისა და უწყვეტი მუშაობის კონტროლი და მონიტორინგი;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • საინჟინრო სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მარაგების მართვა;
  • მცირე და ძირითადი რემონტის ორგანიზება და შედეგების მოხსენება ხელმძვანელებისთვის;
  • სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დადგენილ ვადების დაცვა და ხარისხის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულებების გაფორმებაში;
  • ფილიალების ტექნიკური ჯგუფების მიერ სახანძრო უსაფრთხოების შიდა სტანდარტებთან და შრომის დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის ორგანიზება და კონტროლი;
  • დეპარტამენტის ბიუჯეტის მომზადება, კოორდინაცია დირექტორთან და ხელმძღვანელობასთან;
  • შესრულებული სამუშაოების და სახარჯო მასალების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნნები:
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო-ტექნიკური განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • შეძლოს სამშენებლო და სარემონტო ნახაზების და პროექტების წაკითხვა;
  • საინჟინრო სისტემებთან, მოწყობილობებთან და ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკურ მოწყობილობებთან და მექანიზმებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ელექტროენერგეტიკის საფუძვლების ცოდნა (ელექტრომომარაგების სისტემები, ელექტრო განათება);
  • საბაზისო სანტექნიკის ცოდნა (ცხელი/ცივი წყალმომარაგება);
  • მუშაობის გამოცდილება BMS (შენობის მართვის სისტემები)-თან;
  • უსაფრთხოების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • დავკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემის დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დროის მენეჯმენტი და დედლაინებში მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის და საქმის დელეგირების პრინციპების ცოდნა;

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
  • ჯანმრთელობის საზღვევა(ინდივიდუალური/საოჯახო)
  • კვება;
  • FitPass ბარათი;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!