საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის  მიმართულებით. 
 
რატომ დასაქმება „ბაუში“? 
  • ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში; 
  • ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა; 
  • ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე. 
  • ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: 
  • გამოცდების ჩატარების წესის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;  
  • სასწავლო  პროცესის მენეჯერთან ერთად, საგამოცდო ცხრილის შედგენა; შაულედური/ბლოკის, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდების შესახებ ინფორმაციის მომზადება; 
  • აკადემიური პერსონალის გადამზადება ელექტრონული მართვის სისტემის (KEYPS) საგამოცდო ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით; 
  • სასწავლო კურსების პედაგოგებისგან საგამოცდო საკითხების ნიმუშების, ტესტებისა და ბილეთების გამოთხოვა; 
  • გამოთხოვილი საგამოცდო მასალის დამუშავება და ელექტრონული მართვის სისტემისათვის შესაბამის ფორმატში მოყვანა; 
  • შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით, საგამოცდო მასალის ბეჭდვითი მასალის მომზადება; 
  • გამოცდის დაწყებამდე, სტუდენტებისათვის საგამოცდო პირობებისა და ქცევის წესების გაცნობა; 
  • საგამოცდო პროცესზე დაკვირვება; 
  • შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადებების განხილვა და მასზე რეაგირება; 
  • სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის საქმიანობის მიზნებიდან. 
 
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს: 
  • უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/სტომატოლოგია/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; 
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე  ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე; 
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office. 

სამუშაო ადგილი: ბათუმი 

სამუშაო განაკვეთი: სრული  
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე    hr@bauinternational.edu.ge
  
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ  პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. 
განცხადებების მიღების საბოლო ვადაა 25 სექტემბერი