პრისელერი

თბილისი სრული განაკვეთი ფროსტ სოლუშენ
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
კომპანია „ფროსტ სოლუშენი“  არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს. კომპანია  „ფროსტ სოლუშენი“  აცხადებს ვაკანსიას  ტრადიციული სავაჭრო ქსელის პრისელერის (General Trade)  პოზიციაზე

პასუხისმგებლობები: 
  • ახალი პარტნიორების მოძიება/თანამშრომლობის განვითარება
  • სავაჭრო ობიექტებთან მუდმივი კომუნიკაცია სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით
  • პარტნიორებთან სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება
  • გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება/მათი აღმოფხვრა კომპანიის მენეჯმენტთან კონსულტაციით
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით (ფინანსები/ლოგისტიკა/სასაწყობე მეურნეობა)
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი
  • არსებული პორტფელის ბაზარზე დამკვიდრებაზე აქტიური მუშაობა და პოტენციური პორტფელის/პროდუქტების იდენტიფიცირება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი)
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)/საკუთარი ავტომობილი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
  • დროის მართვის კარგი უნარი

ანაზღაურება/სამუშაო გრაფიკი
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ინდივიდუალური შეთანხმებით - გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)
  • ავტომობილის ამორტიზაციის ანაზღაურება
  • საწვავი/სატელეფონო კომუნიკაცია
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 – 17:00) 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsalukvadze@frostsln.ge გთხოვთ ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში