HoReCa ობიექტების პრისეილერი

თბილისი სრული განაკვეთი ზედაზენი 2012
მივლინება: არა
გაყიდვები: პრისელერი
კომპანია „ზედაზენი 2012“ აცხადებს ვაკანსიას  HoReCa ობიექტების პრისეილერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • HoReCa ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
  • ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
  •  გაყიდვების და მოგების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება ადგილზე;
  • ქსელში ინვენტარის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • დავალიანების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • HoReCa ობიექტების პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელური
  • ყურადღებიანი, დაკვირვებული და არაკონფლიქტური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პუნქტუალური
  • შედეგზე ორიენტირებული

დამატებითი მოთხოვნა:
  • საკუთარი ავტომანქანა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge 
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 29 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.