ქსელური გაყიდვების უმცროსი მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ფროსტ სოლუშენ
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „ფროსტ სოლუშენი“  არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს
კომპანია აცხადებს ვაკანსიას  ქსელური გაყიდვების უმცროსი მენეჯერის (Junior Key Account) პოზიციაზე

პასუხისმგებლობები: 
  • გაყიდვების სტრატეგიის აღსრულება ადგილობრივ ბაზარზე
  • არსებული გაყიდვების არხების მენეჯმენტი/განვითარება და გაყიდვების ქსელის გაფართოება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა/მონიტორინგი
  • ქსელურ ობიექტებთან მოლაპარაკებები/შეთანხმებების აღსრულება
  • გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი/აღსრულება
  • გაყიდვების გეგმების ყოველკვირეული მონიტორინგი/შესრულების დაგეგმარება
  • კონკურენტების მონიტორინგი
  • ქსელების  ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი კომპანიის მიმართ
  • გაყიდვების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა
  • უშუალო ხელმძღვალენთან ერთად სააქციო აქტივობების დაგეგმარება/შესრულების უზრუნველყოფა
  • ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ქსელებთან კომუნიკაცია
  • კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია სამუშაო პროცესის სრულყოფის მიზნით (ფინანსები/ლოგისტიკა/სასაწყობე მეურნეობა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი)
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)/საკუთარი ავტომობილი
  • ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური, რუსული)
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
  • დროის მართვის კარგი უნარი

ანაზღაურება/სამუშაო გრაფიკი
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (ინდივიდუალური შეთანხმებით - გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)
  • ავტომობილის ამორტიზაციის ანაზღაურება
  • საწვავი/სატელეფონო კომუნიკაცია
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 – 17:00) 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nsalukvadze@frostsln.ge
გთხოვთ ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში