სადაზღვევო და ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია არდი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის სადაზღვევო და ციფრული პროდუქტების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N3
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სადაზღვევო და ციფრული პროდუქტების კუთხით არსებული ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების შესწავლა და მათი დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
  • ადგილობრივი ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური ანალიზი და კომპანიის პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება;
  • სამომხმარებლო ქცევის და მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი კომპანიაში არსებული სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • ახალი ციფრული პროდუქტის კონცეფციის შემუშავება, დეტალური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია;
  • პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და ანალიზის მომზადება;
  • პროდუქტის განვითარების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება;
  • დამტკიცებული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
  • ახალი ციფრული პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა;
  • არსებული ციფრული პროდუქტების განახლების საჭიროების ანალიზი, ცვლილებების მოსალოდნელი შედეგებისა და ეფექტურობის შეფასება, ცვლილებების ინიცირება და განხორციელების კოორდინაცია;
  • არსებული და ახალი ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი კვლევების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • ციფრული პროდუქტების მოხმარების ამსახველი რეპორტების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ციფრული პროდუქტების (apps, web, tools) განვითარების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • პროექტის მართვის გამოცდილება;
  • პროექტის მართვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებითი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2-C1)  (საუბარი, წერა)
  • სასრუველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • კრეატიული აზროვნებისა და ანალიტიკის უნარი
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • კომუნიკაბელურობა, მომხარებელთან სწორად კომუნიკაციის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
გაგზავნე CV