გენერატორების გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მირა
მივლინება: არა ხელფასი: 3500 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია -შპს „მირა“ აცხადებს ვაკანსიას გენერატორების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • სასურველია გენერატორების ცოდნა და შესაბამისი კომპატენციის ქონა
  • გაყიდვების წარმოება, პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სიახლეების შეთავაზება.
  • ახალი კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეთავაზება.
  • პარტნიორი კომპანიებისა და დაინტერესებული პირებისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.
  • გენერატორების სერვისების კონტროლი პრობლემური საკითხების სწრაფი გადაწყვეტა.
  • შეკვეთების მომზადება, ნაშთების კონტროლი და გაყიდვების გეგმის შედგენა.
  • ბაზრისა და კონკურენტი კომპანიების კვლევაში აქტიური ჩართულობა.

პიროვნული უნარ ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნება
  • თავდაჯერებულობა
  • სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება.
  • სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია

უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გენერატორების ცოდნა და შესაბამისი კომპატენციის ქონა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word);

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.#126.
ანაზღაურება: 3500 ლარი + ბონუსი ყოველთვიური მოგებიდან , ან რეალიზაციიდან პროცენტი

დამატებით ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • გაყიდვებზე მორგებულ სახელფასო და საბონუსე სისტემას
  • პროფესიული საქმიანიობისთვის ლიმიტირებულ საწვავს
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიულ პაკეტს
  • კორპორატიული ტელეფონით სარგებლობის უფლებას
  • უფასო კვებას 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mira.ge 
კომპანიის შესახებ  მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.mira.ge