მასტერ ბარისტა

თბილისი სრული განაკვეთი კოფისტა
მივლინება: არა ხელფასი: 1100 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას მასტერ ბარისტას პოზიციაზე. 
თუ გსურთ გაიღრმავოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის ცოდნა, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა. 
კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია   8  "coffee shop"-ით.  
ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ონლაინ პლათფორმებს: 
https://www.instagram.com/coffeesta__/  
https://www.facebook.com/coffeestaGeo 
https://www.coffeesta.com/  
 
გრაფიკი:  სრული განაკვეთი, თვეში 15 დღე; 
სამუშაო საათები : 10:00სთ.– 22:00სთ., ან 08:00სთ -20:00 სთ.; 
ადგილმდებარეობა :  ქ. თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზირი 
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი. 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებლისთვის მომსახურების უმაღლესი სტანდარტის შეთავაზება; 
  • სხვადასხვა სასმელების მომზადება; 
  • ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (ბარისტა, დიასახლისი). დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; 
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • დახლებსა და მაცივრებში განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი, დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;  
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი, პროდუქციის დროული შეკვეთა; 
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების მიხედვით; 
  • არსებულ პროგრამაში მუშაობა/კონტროლი: ზედნადებების მიღება,პროდუქციის ჩამოწერა,წუნდებული პროდუქციის არსებობის შემთხვევაში მისი უკან მიბრუნება; 
  • ობიექტზე სისუფთავის დაცვა /კონტროლი დადგენილი სტანდარტების მიხედვით; 
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერის (ინვენტარიზაციის) ჩატარება კვირაში ერთხელ და თვის ბოლოს.ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში შეყვანა. 
 
უნარ-ჩვევები: 
  • ენერგიული 
  • აქტიური 
  • პოზიტიური 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ორი სახის ბონუსს; 
  • ყავის აკადემიაში მასტერკლასს საერთაშორისო სერთიფიკატით; 
  • კორპორატიულ დაზღვევას; 
  • კვებაზე 40% იანი ფასდაკლებას; 
  • Fitpass; 
  • კარიერულ განვითარებას. 
 
სასურველია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 
შერჩეული კადრები ადგილზე გადამზადდებიან და ასევე გაივლიან საქართველოში უპრეცედენტო ტრენინგ კურსს ყავის შესახებ, საერთაშორისო სტანდარტებით, და გადაეცემათ "Master Barista"-ს სერთიფიკატი. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ  შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
კოფისტა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის 
და გისურვებთ წარმატებას.