ბარის ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი Oktopus Fitness Club
მივლინება: არა ხელფასი: 700 - 900
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარის ადმინისტრატორი 

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 3 ფილიალს თბილისის მაშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.

პოზიციის მიმოხილვა:
ბარის ადმინისტრატორი -დასაქმებულმა მომსახურება უნდა გაუწიოს კლუბის კაფეში მოსულ მომხმარებლებს. ბარის ადმინისტრატორი კლუბის წევრებს ემსახურება ღიმილით, ის პასუხისმგებელია განსაკუთრებულ მომსახურებასა და  სტანდარტების მაღალი დონით დაცვაზე. ბარის ადმინისტრატორი კლუბის წევრებს სთავაზობს კაფის პროდუქციას და ყიდის კაფეში არსებულ პროდუქციას.

პასუხისმგებლობები:
  • კლიენტების ეფექტური მომსახურება;
  • კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
  • სალაროს აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა;
  • გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
  • ყავის აპარატთან მუშაობა;
  • საფირმო პროტეინ-შეიქების მომზადება;
  • სამუშაო გარემოს სისუფთავის შენარჩუნება.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
  • კომუნიკაბელურიბა;
  • დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • ინდივიდულურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობის უნარი;

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები:
  • ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილი გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-დან 15:30მდე ან 15:30-დან 23:00მდე (სწავლის და მუშაობის შეთავსება );
  • დასვენების დღე: კვირაში ორი დღე;
  • ხელფასი: 700 ლარი ხელზე (ერთი წლის შემდეგ 800, ორი წლის შემდეგ 900) 

თუ ფიქრობ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებ და ამავდროულად გიყვარს შენი საქმიანობა, ეს შენი შანსია შეუერთდე ოკტოპუსის ენერგიულ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს!

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე : hr@oktopus.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ასევე ადგილმდებარეობა,

კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს.https://www.oktopus.ge/