სასტუმროს ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
ჰიტეკო ჯგუფში შემავალი სასტუმრო Hotel Splendid Tbilisi ეძებს გუნდის წევრს, სასტუმროს ადმინისტრატორს.

ვაკანსიის დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი;
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი ცვლა 
სასტუმროს დასახელება: სასტუმრო სფლენდიდ თბილისი 4*;
სასტუმროს მოკლე აღწერილობა: 27 სასტუმრო ნომერი; რესტორანი; საკონფერენციო დარბაზი; გარე საცურაო აუზი; ფიტნესი და საუნა;
სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვიტალი დარასელიას ქ.#4;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1,000 ლარი და ბონუსები;

პასუხისმგებლობები
  • Check in/Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება;
  • ჯავშნების მართვა, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასტუმროსა და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სტუმრებისთვის;
  • ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროული მიღება და ჩანიშვნა სასტუმროს სტუმრებისგან;
  • კოორდინაციაში მყოფ სხვა განყოფილებებთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია;
  • სტუმრისგან ნეგატიური უკუკავშირის მიღების შემთხვევაში დროული რეაგირება;

მოთხოვნები და უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სასურველია აღნიშნულ და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotel@splendidtbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.