ბარისტა

თბილისი სრული განაკვეთი კოფისტა
მივლინება: არა ხელფასი: 850 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარისტა
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
თუ გსურთ გაეცნოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია   8  "coffee shop"-ით. 
ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლათფორმებს:

გრაფიკი:  სრული განაკვეთი, თვეში 15 დღე;
სამუშაო საათები : 10:00სთ.– 22:00სთ., ან 08:00სთ -20:00 სთ.;
ადგილმდებარეობა :  ქ. თბილისი; (გალერეა თბილისი, თბილისი მოლი, რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი)
ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლის მომსახურება;
  • სალაროს საქმიანობის წარმართვა;
  • ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
  • სენდვიჩების აწყობა;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

უნარ-ჩვევები:
  • ენერგიული;
  • აქტიური;
  • პოზიტიური.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ორი სახის ბონუსს;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • ყავის აკადემიაში მასტერკლასს საერთაშორისო სერთიფიკატით;
  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • კვებაზე 40% იანი ფასდაკლებას;
  • Fitpass;
  • კარიერულ განვითარებას.

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. შერჩეული კადრები ადგილზე გადამზადდებიან და ასევე გაივლიან საქართველოში უპრეცედენტო ტრენინგ კურსს ყავის შესახებ, საერთაშორისო სტანდარტებით, და გადაეცემათ "Master Barista"-ს სერთიფიკატი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კოფისტა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.