იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი GOLD WAY GROUP
მივლინება: არა ხელფასი: 1800 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
იურიდიული: იურისტი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ს. ცინცაძის #12,  აქსისის ბიზნეს ცენტრი
ანაზღაურება: 1800-2000₾ (Net) კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)
  • საერთაშორისო გადაზიდვების მარეგულირებელი კონვენციების ცოდნა;
  • საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმისწარმოების გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • იურიდიული შინაარსის წერილობითი კორესპოდენციის მომზადება; 
  • ხელშეკრულებების მომზადება;
  • კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა;
  • კომპანიის უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;
  • კომპანიის სახელით იურიდიული შინაარსის მოლაპარაკებების წარმოება სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
  • კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში;
  • წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
  • წარმომადგენლობა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში;
  • კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • Fitpass; 
  • კორპორატიული ნომერი
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: Hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: იურისტი
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.