მომსახურების მენეჯერი

განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ‘რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დეპარტამენტში მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
დამატებით ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე https://www.benefits.ge/ 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - ხუთშაბათი  9:30 – 18:30  ,  პარასკევი 9:30 – 17:30 

ფუნქციები:
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
  • სერვისის მიღების მიზნით, კლიენტების მოთხოვნების დაფიქსირება და უფლებამოსილ პირებთან გადამისამართება;
  • კლიენტის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების შესაბამისობის კონტროლი დაზღვევის ხელშეკრულების პირობებთან;
  • კლიენტებთან შედარებების უზრუნველყოფა და დებიტორული დავალიანებების მართვა, მათი მინიმიზაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება;
  • კლიენტებთან სადაზღვევო ხელშეკრულებების განახლებებისათვის საჭირო ინფორმაციის მოკვლევა, დამუშავება და გაფორმება;
  • ინფორმაციული შეკითხვების მართვა, კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი უკუკავშირი ან/და გადამისამართება უფლებამოსილ პირებთან;
  • უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!