არასამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ალფა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მათემატიკის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ფუნქცია–მოვალეობები: 
  • სადაზღვევო პროდუქტის ფასწარმოქმნის და პირობების უზრუნველყოფა;
  • სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • პორტფელის პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
  • ზარალიანობის მონიტორინგი და მართვა;
  • ბაზრის კონკურენტული ანალიზის საფუძველზე, დაზღვევის პირობების გადახედვა და რეკომენდაციების უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტში შემომავალი დაზღვევის/გადაზღვევის მოთხოვნების მომსახურება;
  • გადაზღვევის დოკუმენტაციის მომზადება და გადამზღვეველ კომპანიებთან (უცხოური, ადგილობრივი) ურთიერთობა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება/კვარტალური ანგარიშგების, სხვადასხვა რეპორტების მომზადება და გადამზღვეველთან მიწოდება;
  • ახალი სადაზღვევო პროდუქტისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და მომზადება;
  • საჭიროებისამებრ არსებული ხელშეკრულებების შესაბამისი სექციების მოდიფიცირება; 
  • დაზღვევის დოკუმენტის (პოლისი) დავიზება;
  • პარტნიორ გადამზღვეველ კომპანიებთან ზარალის დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება;
  • გადამზღვეველთან გადასარიცხი თანხების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება/ მიწოდება;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოს შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

გაგზავნე CV