ლითონ-კონსტრუქციების, მანქანა-დანადგარების და მექანიზმების მწარმოებელი, ლიდერი კომპანია საქართველოში - შპს ,,კანო’’ აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე:
ქალაქი: რუსთავი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა, კონტროლი და ა.შ. (დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად);
- კორესპონდენციის მიღების და გაგზავნის ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესაბამისად, მომწოდებლებთან, დამკვეთებთან და სხვა საქმიან ჯგუფებთან ურთიერთობა. საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება;
- სხვადასხვა სტუმრების მიღების და დახვედრის ორგანიზება;
- კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების კონტროლი;
- ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
- კომპანიის სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების მართვა;
- დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
- კომპანიისთვის აუცილებელი, სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვა) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
- შესყიდვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება და დოკუმენტების შედგენა.
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ გარემოს;
- პროფესიულ განვითარებას;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass-ს
საკონტაქტო ელ. ფოსტა: hr@kano.ge
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
გისურვებთ წარმატებას.