გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

თბილისი ნახევარი განაკვეთი ლიდერ დეველოპმენტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია ლიდერ დეველოპმენტი - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების რეესტრის ფორმირება და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება;
  • გაყიდული ბინების გეგმარებების შეთანხმება/ცვლილების პროცესის კოორდინირება;
  • სამშენებლო მოედანზე საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების ვიზიტების ორგანიზება;
  • ბინების მფლობელობაში გადაცემის (ჩაბარების) პროცესის წარმართვა; 
  • ბინების მყიდველებისთვის გადაფორმების პროცესის კოორდინირება;
  • მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გამართული კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ულიმიტო სასაუბრო დრო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@ld.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.