იურისტი

მცხეთა სრული განაკვეთი Global Beer Georgia
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
“გლობალ ბიერ ჯორჯია”  აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, წილკანში (ჰიბრიდული რეჟიმი).
Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს. 
კომპანიების ბრენდებია: აისი, კაიაკი, ყაზბეგი, შავი ლომი, კრუშოვიცე, ამსტელი; ჰეინეკენი, და ლიმონათი „ყაზბეგი“. GBG საერთაშორისო კომპანია ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.
კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.


ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორექსპონდენციების, შიდა აქტების მომზადება, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
  • ხელშეკრულებების (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) ანალიზი, ექსპერტიზა, ცვლილებების შეტანა. საბაზისო ფორმების საფუძველზე ინდივიდუალური ხელშეკრულებების შედგენა, მათში სპეციფიკური პირობების გაწერა;
  • სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, მასში  ცვლილება-დამატებების, კრების ოქმების და სხვა კორპორატიული დოკუმენტაციის შედგენა, გაფორმების უზრუნველყოფა, საჭიროების მიხედვით რეგისტრირება მარეგისტრირებელ ორგანოში;
  • ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; „საქპატენტში“, ნოტარიუსთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობა საგამოძიებო ორგანოებში.
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება;
  • საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი სამართლებრივი პრინციპების და საერთაშორისო დავების ზოგადი ნორმების შესახებ სიახლეების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში, ადაპტირება სამუშაო პროცესში;
  • საქმიაანი მიმოწერების წარმოება (ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე);
  • საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება  შესაბამისი სპეციალობით;
  • აუცილებელია იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამეწარმეო/კორპორატიული სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ენერგიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


გარანტიები:
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული 
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განუსაზღვრელი ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება! 

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 
გისურვებთ წარმატებას!