შპს "G-PLAST SOLUTION" წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო მასალების მსოფლიოში წამყვან მწარმოებლებს (MAPEI, DECOR, PROFILL by SOUDAL, ADFORS, FRAP, FRUD და ა.შ.) და ახორციელებს მის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
კომპანია "G-PLAST SOLUTION“ აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე
მოვალეობები:
- არსებული ნაშთის, ასორტიმენტის კონტროლი და მის გაფართოებაზე ზრუნვა;
- დილერებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- სადილერო ქსელის ზრდის უზრუნველყოფა;
- დილერებთან ხელშეკრულებების გაფორმება, პირობებზე შეთანხმება და შეთანხმებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- შეკვეთების მომზადება და მიწოდება დისტრიბუციის ოპერატორზე;
- კლიენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება არსებულ ბრენდებზე;
- მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- კონკურენტი ბრენდების ანალიზი და ფასების კონტროლი;
სამუშაო გრაფიკი:10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის N47
ანაზღაურება:2500-3000 ლარი (NET) სრულად გამომუშავებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო-სარემონტო მასალების დისტრიბუციაში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
- MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
- ავტომობილის ქონა
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@g-plast.ge