სოციალური მედიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნავნე
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)

ძირითადი მოვალეობები:
  • ციფრული მედია გეგმის და ბიუჯეტის შექმნა კომპანიაში შემავალი ბრენდების სტრატეგიის შესაბამისად;
  • მედია გეგმის მიხედვით კამპანიების შექმნა სოციალურ მედია არხებში - Facebook, Instagram, Google, (საჭიროების შემთხვევაში სხვა პლატფორმებზე);
  • სამიზნე აუდიტორიის, არხებისა და ამოცანების სწორად განსაზღვრა;
  • მიმდინარე კამპანიების მონიტორინგი, რეკლამის ეფექტურობის გაზომვა, ანალიზი, შედეგების წარდგენა ხელმძღვანელთან;
  • ციფრული მედიისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოპტიმალურად მართვა, ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
  • Meta / Business Manager / Ads. Manager - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Google Ads, Google Analytics - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SEO / SEM - ის ოპტიმიზაცია ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.