სოციალური მედია მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავტობანი
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე

„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.
კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:
  • კომპანიის სოციალური გვერდების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube, TikTok); 
  • სოციალური მედია კამპანიების წინასწარ დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
  • გამომწერების რაოდენობისა და გვერდების ცნობადობის გაზრდა; 
  • კამპანიების სტრატეგიის შემუშავება მარკეტინგის გუნდთან ერთად; 
  • კონტენტის შინაარსის და სტილის შემუშავება, გრაფიკულ დიზაინერთან ერთად მომზადება და საბოლოო კონტენტის განთავსება დედლაინების დაცვით;
  • შესაბამისი ტექსტუალური მასალის შექმნა (copywriting);
  • ფოტო/ვიდეო კონტეტნის შექმნაში მონაწილეობის მიღება გრაფიკულ დიზაინერსა და კონტენტ მენეჯერთან ერთად;
  • მიმდინარე კამპანიების და მომხმარებელთა აქტივობების მონიტორინგი;
  • ჩატარებული აქტივობების ანალიზი და რეპორტინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება; 

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება, რომელიც მათ შორის მოიცავს:
  • სოციალურ მედიაში კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • FACEBOOK, LINKEDIN, INSTAGRAM გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება - ბიუჯეტირებული რეკლამირებისა და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • ქართული ენის და გრამატიკის სრულყოფილად ფლობა;
  • ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:
  • გამართულად წერის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:  10:00 – 18:00 -მდე კვირაში ხუთი დღე. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მრავალფეროვან და საინტერესო ტრენინგებს; 
  • საინტერესო გუნდთან ინტეგრაციასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას; 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!