მოლარე-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ულტრა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: მოლარე (ბუღალტერია), ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 15 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს, ფლობს საცალო გაყიდვების მაღაზიებს, ონლაინ მაღაზიას (www.ultra.ge)-ს და სერვის ცენტრს. 
კომპანია „ულტრა“-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ყოველდღიური სალაროს წარმოება; 
  • სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურის, ინვოისის გამოწერა; 
  • გაყიდვების ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა. 
  • დღის ბოლო რეპორტის მომზადება მთავარი ბუღალტრისა და მენეჯერუსთვის. 
  • ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება რომელიც არ სცდება მოლარე ოპერატორის კომპეტენციას. 
 
მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; 
  • კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  
  • გამართული მეტყველების უნარი. 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
 
ძირითადი უნარ-ჩვევები: 
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი. 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო დრო: სრული განაკვეთი 10:00-19:00სთ  
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. 
 
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge ; 
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე ოპერატორი." 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.