ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამრეწველო (ძრავების, ინდუსტრიული, ჰიდრავლიკური და სხვა) ზეთებს და საპოხ საშუალებებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ.ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე,
„უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციზე.
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება;
- კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი/შედარების აქტების გაფორმება;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების წარმოება;
- ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება სამუშაო ამოცანების ფარგლებში;
- რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
- პროგრამა Oris-ში მუშაობის გამოცდილება;
- ექსპორტ-იმპორტზე მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
- კონკურენტული ანაზღაურება.
- კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე uglubricants@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995551627551
„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!