გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი ულტრა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "ულტრა" აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების კონსულტანტების პოზიციაზე.
 
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 15 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს,  ფლობს ორ საცალო გაყიდვების მაღაზიას და ონლაინ მაღაზია (www.ultra.ge)-ს.  
კომპანია „ულტრა“-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციაბთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში. 
 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • დარბაზში არსებული ნაშთის კონტროლი და  პროდუქციის მოწესრიგება; 
  • მომსახურების სტანდარტების მიხედვით კლიენტთა მომსახურება და კონსულტირება; 
  • შერჩეული პროდუქტის ფუნქციების, ექსპლუატაციის წესისა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
  • პროდუქციის პრეზენტაცია/ სააქციო პროდუქციის შეთავაზება. 
  

მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; 
  • საურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • გამართული მეტყველების უნარი. 
         

ძირითადი უნარ-ჩვევები: 
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობა; 

 
სამუშაო ადგილი: თბილისი; გლდანი მოლი (მეტრო ახმეტელთან), 
სამუშაო დრო: სრული და არასრული განაკვეთი  
ანაზღაურება : ფიქსირებულ + ბონუსი. 
 
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge ; გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი." ასევე მიუთითედ თქვენთვის სასურველი სამუშაო განაკვეთ, „სრული განაკვეთი“ ან „არასრული განაკვეთი“
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.