ბრენდ ამბასადორი

თბილისი სრული განაკვეთი Shark|Ninja
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“ (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson,  და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) საქართველოში Shark|Ninja-ს პირველი და ერთადერთი მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. 

ძირითადი მოვალეობები:
  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; 
  • კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება; 
  • პროდუქციის განლაგება Shark|Ninja -ს სტანდარტების შესაბამისად 
  • გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა; 
  • ახალი მოდელების შესწავლა; 
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი);
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება. 

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი; 
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა; 
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00 
შერჩევის ფორმა:  გასაუბრება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Shark|Ninja - ბრენდ ამბასადორი".

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.