ოპერატორ-ბუღალტრი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო ფორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
კომპანია: ,,აგრო ფორსი’’ (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) 
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30
ანაზღაურება: პირველი თვე 1000 ლარი ( ხელფასის ზრდა კვალიფიკაციის და შესრულებული საქმის მიხედვით)

ამჟამად კომპანია  აგრო ფორსი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორ-ბუღალტრის პოზიციაზე.

გსურთ იმუშაოთ კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ფერმერებს ეხმარება გააუმჯობესონ მოსავალი, გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით? თუ ასეა, მაშინ შეიძლება იდეალურად მოერგოთ  ჩვენს გუნდს!

„აგრო ფორსი“ არის სასოფლო-სამეუნეო  კომპანია, რომელიც ყიდის პესტიციდებს და სასუქებს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი და ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს. ჩვენ ვეძებთ კადრს ოპერატორ-ბუღალტრის პოზიციაზე, რომლის ფუნქცია-მოვალეობებიც იქნება: 

ძირითადი მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პროდუქციის ცოდნა;
  • ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
  • შეკვეთების დამუშავება, გაწერა;
  • ზედნადებების შემოწმება,ჩასწორება და rs-ზე ატვირთვა.
  • დღიური საბუთების წარმოება.
  • თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
  • სადიტსრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია) 

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

თუ დაინტერესებული ხართ ამ შემოთავაზებით, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: t.okriashvili@gmail.com
რეზიუმეს გადმოგზავნისას მიუთითეთ  თუ რა პოზიციაზე გზავნით მას, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება