სოციალური მედიის მენეჯერი/ედვერთაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო ფორსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია: ,,აგრო ფორსი’’ (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) 
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44 
სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30 
ანაზღაურება: 1500 ლარი ( ხელფასის ზრდა კვალიფიკაციის და შესრულებული საქმის მიხედვით) 

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის, ედვერთაიზერის პოზიციაზე. 
გსურთ იმუშაოთ კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ფერმერებს ეხმარება გააუმჯობესონ მოსავალი, გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით? თუ ასეა, მაშინ შეიძლება იდეალურად მოერგოთ  ჩვენს გუნდს! 
 
„აგრო ფორსი“ არის სასოფლო-სამეუნეო  კომპანია, რომელიც ყიდის პესტიციდებს და სასუქებს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი და ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს.

ფუნქცია-მოვალეობები:  
  • სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; 
  • კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram და სხვ.) განვითარება და მართვა; 
  • მარკეტინგული კამპანიების შექმნა კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით; 
  • განხორციელებული ონლაინ კამპანიის ეფექტურობის შეფასება და მენეჯმენტთან რეპორტინგი; 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; 
  • მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება; 
  • მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება; 
  • კომპანიების სოციალური გვერდების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი; 
  • სარეკლამო პლატფორმებზე კომპანიის რეკლამის განთავსება; 
  • სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაცია; 
  • მულტიმედიური რეკლამების მიმოხილვა და სარეკლამო კამპანიების მინიტორინგი სამომავლო მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად; 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება:  მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის მიმართულებით; 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, სოციალური მედიის მართვის მიმართულებით. 
  • ონლაინ კონტენტის შექმნის მიმართულებით გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics) 
 
უნარ-ჩვევები: 
  • კრეატიული; 
  • ორგანიზებული; 
  • კომუნიკაბელური; 
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

თუ დაინტერესებული ხართ ამ შემოთავაზებით, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: agro@borun.ge 
რეზიუმეს გადმოგზავნისას მიუთითეთ  თუ რა პოზიციაზე გზავნით მას, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება 
აპლიკანტების საყურადღებოდ: კომპანია არ განიხილავს დისტანიცურად მუშაობას.