ფინანსური მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” აცხადებს ვაკანსიას  ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:
  • ფინანსების მიმდინარე ხარჯების მართვა;
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა;
  • პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
  • სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა;
  • ახალი საინვესტიციიო შესაძლებლობების და რეკომენდაციების შემუშავება;
  • ზემდგომი პირებისათვის კომპანიის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურის და თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტოლის უზრუნველყოფა; 

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
  • აუცილებელია სასტუმროში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე გამოცდილება.  

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@eltbuilding.ge / hr.georgia@riverrockhotels.com  სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!