ოფის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეო დისტრიბუშენ გრუპი
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“  "ბიუ-ბიუ"-ს საფირმო მაღაზიებისთვის  აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • ცხელი ხაზის პასუხი და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • სტუმრების დახვედრა, შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
  • დასაქმების ტელეფონზე შემომავალი ზარების პასუხი, კანდიდატებთან გასაუბრება, მონაცემების შეტანა შესაბამის ფაილში, აღნიშნული ფაილის საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერთან მოწოდოება და შერჩეული კანდიატების გასაუბრებაზე დაბარება;
  • საკანცელარიოს, ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა (დალაგებისთვის საჭირო ხსნარები, წყალი, ლიმონი და ა.შ.)
  • ბრძანებების დაწერა: შვებულებები (შესაბამის ცხრილის წარმოება), მივლინებები და სააქციო ბრძანებები;
  • ყოველდღიური რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან თანამშრომელთან მოსვლაზე (თითის ანაბეჭდის პროგრამის მართვა, ახალი თანამშრომლების დამატება, ძველის წაშლა);
  • გაცდენების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება;
  • ყოველდღიურად თანამშრომელთა დასწრების ტაბელის შევსება;
  • ცნობების დამზადება თანამშრომლებისთვის;
  • მივლინებების ორგანიზება: სასტუმროს ან ბინის დაჯავშნვა;

სამუშაო საათები 10:00-დან 18:00 (ყოველ დღე პარასკევის ჩათვლით)
ხელფასი: 1200-1500 ლ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gdg.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და CV-ს დაურთეთ ფოტოსურათი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.