ოფის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ნოსტე
მივლინება: არა ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. 
შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაოს აღწერა:
  • კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, თათბირების ორგანიზება;
  • სტუმრების მიღების და დახვედრის ორგანიზება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა / შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, მივლინებების მართვა, თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა;
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
  • კომპანიისათვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
  • ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
  • ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად); 
  • გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ენები: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
 
  • პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
  • მაღალი მოტივაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ფოკუსირება;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვა;
  • იუმორის გრძნობა 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4
  • ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ოფის მენეჯერი“.

შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!