სერვისის კონსულტანტი/მოლარე

თბილისი მოქნილი გრაფიკი კაფე ბოტანიკა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მოლარე, სწრაფი კვების თანამშრომელი
კაფე "ბოტანიკა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის/მოლარის პოზიციაზე
კაფე "ბოტანიკა" მდებარეობს ა.პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე , მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსში " შენი სახლი ჯიქიაზე".

ჩვენ გთავაზობთ 
  • მყუდრო და მეგობრულ გარემოს
  • სხვადასხვა საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ ტრეინინგს
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება)

ძირითადი მოვალეობები:
  • კაფეში შემოსული სტუმრების დახვედრა
  • პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
  • შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება
  • შეკვეთების გაცემა
  • ყავის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება
  • სედვიჩების, ომლეტების, ვრაპების და სხვა მსგავსი კერძების მომზადება
  • საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა

საჭირო ცოდნა და უნარები:
  • მომხმარებლის სწრაფად, თავაზიანად და ეფექტურად მომსახურების უნარი
  • შრომისუნარიანობა, კომუნიკაბელურობა და გუნდურობა
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
  • სეზონურად პიკის საათებში დატვირთულ რეჟიმში მუშაობის მზაობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: cafe.botanica2017@gmail.com